სახელშეკრულებო სამართალი

ნებისმიერი წერილობითი ხელშეკრულება არის ისეთივე კანონი, როგორც სახელმწიფოში მოქმედი სხვა კანონები, იმ ერთადერთი განსახვავებით, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ მისი ხელმომწერი პირებისათვის. ამის გათვალისწინებით, ძალზედ მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული ან ნაგულისხმევი პირობები სათანადოდ იქნას ასახული წერილობით დოკუმენტში, რადგანაც ამ ურთიერთობიდან უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, დავის გადაწყვეტა უმეტესწილად დარეგულირებულ იქნება სწორედ მხარეთა მიერ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ გთავაზობთ, კანონით აუკრძალავი თქვენი ნებისმიერი საქმიანობის მომწესრიგებელი და კონკრეტულ საქმიანობაზე ადაპტირებულ წერილობითი დოკუმენტის (ხელშეკრულება, შეთანხმება, აქტი ან სხვა დოკუმენტის) შექმნას, რომელიც იქნება გარანტი თქვენი სამომავლო ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველყოფისა. აღნიშნული მომსახურება ასევე მოიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან აღმოცენებულ დავებში დამკვეთის კანონიერი ინტერესების სრულყოფილ დაცვას.

შრომის სამართალი

შრომით სამართალთან დაკავშირებულია როგორც დამსაქმებლის ისე დასაქმებულის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დამსაქმებლისათვის „სამართლის გზის“ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მხარდაჭერის სერვისი გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შედგენას, კომპანიის შინაგანაწესის ფორმირებას, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრას, დასაქმებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა სახის დოკუმენტების (სრული მატერიალური პასუხისმგებლობის, ვალდებულების უზრუნვეყოფის და სხვა) გაფორმებას, დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დამსაქმებლის შესაბამისი ბრძანებების წარმოებას, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტების წარმოებას, შრომით დავებში (განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა) წარმომადგენლობას და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე პროცესების სრულ სამართლებრივ მართვას.

ჩვენ ასევე მზად ვართ დავიცვათ იმ პირთა მოთხოვნები, რომლებიც თვლიან, რომ მათ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის მიერ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და ასეთ შემთხვევებში უზრუნველვყოთ სამართალურთიერთობათა მხარდაჭერა სამსახურში აღდგენის, კომპენსაციის, განაცდურის ანაზღაურების ან მხარისათვის სასურველი სხვა სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობა, იურიდიულ მხარესთან ერთად, დიდწილად ასევე გულისხმობს პროცესის ფინანსურ ნაწილსაც, რის გამოც ხშირ შემთხვევებში, ურთიერთობის სრულყოფილი მენეჯმენტი მოიცავს იურსიტებისა და ფინანსისტების ერთობლივ პროფესიულ ჩართულობას. აღნიშნული კუთხით „სამართლის გზა“ თანამშრომლობს წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან, რომლებთან ერთობლივადაც ჩვენი კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ საგადასახადო სამართლებრივი სფეროდან წარმოშობილი ნებისმიერი სირთულის პრობლემატიკის მენეჯმენტს. „სამართლის გზის“ საგადახადო სამართლებრივი მომსახურება ასევე გულისხმობს აღნიშნულ სფეროში ზოგადი იურიდიული და ფინანსური კონსულტაციების გაცემას, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილების გასაჩივრებას დავების განხილველ საბჭოში ან/და სასამართლოში, დამკვეთების წარმომადგენლობას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას, ზედმეტად დარიცხული ან/და გადახდილი თანხების დაბრუნების უზრუნველყოფას, ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და სხვა ტიპის გვერდით მომსახურებებს.

ჯანდაცვის სამართალი

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამართალი სამართლის ცალკე დისციპლინად არ განიხილება, თანამედროვე პერიოდში მან ძალზედ დიდი პრაქტიკული დანიშნულება შეიძინა. ჯანდაცვის სამართალი აერთიანებს პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულების უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე განსაზღვრავს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების როლს ამ პროცესში.

ჩვენი კომპანიის სერვისი ამ მიმართულებით მოიცავს როგორც იმ პაციენტების უფლებების დაცვას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დაირღვა კანონი ან სამედიცინო სტანდარტი, ასევე სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, როგორც ნებართვის, ლიცენზირების ან აკრედიტაციის მიღების კუთხით, ისე წარმომადგენლობას მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშიებული ურთიერთობების სრულ იურიდიულ მხარდაჭერას

სამეწარმეო (კორპორატიული) სამართალი

„სამართლის გზის“ სამეწარმეო სამართლებრივი მიმართულების სერვისი გულისხმობს მეწარმე სუბიექტების, მათ შორის შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობითი ოფისების (უცხო ქვეყნის ფილიალების) პირველადი რეგისატრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციების (წესდება, კრების ოქმები) შექმნასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ სარეგისტრაციოდ მიქცევას, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას, პარტნიორებს შორის ან პარტნიორებსა და დირექტორებს შორის საქმიანი თანამშრომლობის სამართლებრივ ნორმალიზებას, პარტნიორთა კრების ჩატარებას, რეორგანიზაციის პროცესის (შერწყმა, დაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) მხარდაჭერას. „სამართლის გზის“ შესაბამისი გამოცდილების მქონე ადვოკატები, წარმოებული სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გასცემენ სათანადო რეკომენდაციებს საკორპორაციო სამართლიდან გამომდინარე ბიზნეს გარიგებების დადებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფენ სამეწარმეო საქმიანობაში პარტნიორთა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დაცვა/რეალიზებას.

გადახდისუუნარობის სამართალი

საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ არეგულირებს საწარმოს საქმინობის იმ პერიოდს, როდესაც მისი [საწარმოს] არსებობა, ფინანსური სიძნეელების გამო, საფრთხის წინაშე დგება. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ის პროცესიც, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რეაბილიტირდეს კომპანია ან რა შემთხვევებში გადავიდეს გაკოტრების პროცესში. გადახდისუუნარობისას რეაბილიტირების შესაძლებლობის პროდუქტიულად გამოიყენება არის კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ბოლო შანსი, რის გამოც აღნიშნული პროცესის კვალიფიციურად წარმართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი რჩევები კი, რომლითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს კლიენტებს, ორიენტირებულია სწორედ კომპანიის „ახალი სიცოცხლის“ უპირატესი სასტარო პოზიციიდან დაწყებისაკენ, რითიც ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად იქნას გამოყენებული გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისიწნებული შესაძლებლობები. მეორე მხრივ, კი ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები განკუთვნილია იმ კრედიტორი კომპანიებისათვის, რომელთა კანონიერი უფლებები მოვალის გადახდისუუნარობის გამო ილახება. გარდა რჩევებისა, ჩვენი კომპანიის იურისტები, ჩვენი კლიენტების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისათვის, უზრუნველყოფენ გადახდისუუნარობის (რეაბილიტაცია, გაკოტრება) პროცესის წარმოშობობას, წარმართვასა და შეწყვეტას.

სამშენებლო სამართალი

მშენებლობა თანამედროვე პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნეს სფეროა. უამრავი კერძო პირი თუ ორგანიზაციაა ჩართული ამ მიმართულებაში ორივე მხარეს, როგორც სერვისის შექმნაში ისე მის მოხმარებაში. თუმცა ასევე ფაქტია, რომ მშენებლობის სფეროში უამრავი ადამიანი იქნა დაზარალებული, რაც ამ ურთიერთობის საკმაოდ მრავალი დაუხვეწავი მხარის ერთობლივი „დამსახურებაა“. ხშირ შემთხვევაში პრობლემის თავიდან არიდებისათვის ძალზედ „ვიწრო ბილიკის“ ფრთხილად გავლაა საჭირო, რომელიც უმრაველს შემთხვევაში შეიძლება არც კი არსებობდეს, რაც პრობლემის წარმოშობას ხშირად გარდაუვალსაც კი ხდის. ერთი სიტყვით კი მშენებლობის წარმოების ქართული მოდელი შეიძლება შეფასდეს რისკის შემცველ ბიზნეს საქმიანობად.

იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“, სამართლებრივი რისკების დაზღვევის მიზნით, კომპეტენტურია იურიდიული კონსულტაციები გაუწიოს დაინტერესებულ პირებს სამშენებლო პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენი კომაპნიის იურისტები ფლობენ გამოცდილებას მშენებლობის პროცესში სამშენებლო კომპანიის მხრიდან ვალდებულებების (მ.შ. ვადების, ხარისხის და სხვა) უგულებელყოფის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მხარდასაჭერად. გარდა აღნიშნულისა, ჩვენი კომპანიის მომსახურება მოიცავს მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების სრულ სამართლებრივ მენეჯმენტს, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას, ამხანაგობების შექმნას, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას, დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, ასევე მიწის ნაკვეთის დაკანონებას, მისი დანშინულების ცვლილებას, მშენებლობის პროცესში სამომავლო ქონების გასხვისებას/უფლებრივ დატვირთვას და აღნიშნული ურთიერთობებებიდან წარმოშობილი სხვა საკითხების სრულ სამართლებრივ მართვას.

დაზღვევის სამართალი

სადაზღვევო ურთიერთობები ქართულ სინამდვილეში საკმაოდ სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს. პერიოდულად იზრდება, როგორც აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი კომპანიების რაოდენობა, ასევე თვითონ სერვისების მიმართულება და შესაბამისად მათი მომხმარებელთა რაოდენობა. ამ მიმართულებით კი ყველაზე გავრცელებული სერვისებია, ავტომობილის, მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის, უძრავი ქონების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევები. თუმცა, ამ სფეროს განვითარების ახალ ეტაპებზე ასევე ჩნდება აგრო, ტვირთების, პროფესიული (ექიმის, ფინანსური აუდიტის, იურისტის) პასუხისმგებლობის, სამსახურის დაკარგვისას ხელფასისა და სხვა სპეციფიკის დაზღვევები.

იურიდიული კომპანია სამართლის გზის სერვისი ამ მიმართულებით გულისხმობს დაზღვევის ხელშეკრულების მომზადებას/რედაქტირებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიასთან სამართალურთიერთობას, ზარალის ანაზღაურებაზე უარის დადგენილი წესით გასაჩივრებასა და სამოქალაქო კოდექსითა და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების სრულ დაცვას ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი დარღვევისას.

ადმინისტრაციული სამართალი

იმ შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო ურთიერთობებში, მასში მონაწილე სუბიექტებს შორის მეტნაკლებად დაცულია ძალთა ბალანსი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს ვითარება მკვეთრად განსხვავებულია, რადგანაც ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის გვევლინება ძლიერი, ბიუროკრატიული, კანონით უფლებამინიჭებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კომპეტენტურია მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეებთან დაკავშირებულ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი მხარეები შეიძლება გახლდნენ თვითმმართველი ერთეულის განშტოებები (მერია, გამგეობა, საკრებულო, მათი სხვადასხვა სამსახურები), საჯარო, სამეწარმეო, სამოქალაქო რეესტრები, ნებისმიერი სამინისტრო მათთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებით, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შემოსავლების სამსახური, შსს მომსახურების სააგენტო, იუსტიციის სახლები, ასევე საპატრულო სამსახურები და ა.შ.. აღნიშნულ და სხვა საჯარო დაწესებულებებს ხელეწიფებათ ცალკეულ სუბიექტთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შესაძლოა სცდებოდეს კანონის ჩარჩოებს და ზიანს აყენებდეს ცალკეული ინდივიდის უფლებებსა ან/და კანონიერ ინტერესებს.

იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სუბიექტთან დაკავშირებული ესა თუ ის მოქმედება შეესაბამებოდეს ამ უკანასკნელის მოლოდინს, შესაბამისი გარემოებების არსებობის პარალელურად საჭიროა მოთხოვნის მართებულად დაყენება, სწორი და თანმიმდევრულ მოქმედებათა ჯაჭვი, მოლაპარაკება, წარმომადგენლობა, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ან/და სარჩელის წარდგენა და ა.შ., რაც მოითხოვს სათანადო ცოდნასა და კომპეტენტურ გამოცდილებას.

იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ იურისტები დაგეხმარებიან ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას თქვენთვის კანონით განსაზღვრული თითოეული უფლების მოპოვებასა და რეალიზებაში, იქნებიან თქვენი კანონიერი ინტერესებისა და სამართლებრივ მოქმედებათა გამტარებელნი და უზრუნველყოფენ საჯარო ორგანოების მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოქმედებების შესაძლო მოკლე დროში და ამავე დროს კომფორტული სერვისის მიღების ხელშეწყობას.

ინტელექტუალური სამართალი

საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია ფიზიკურ პირთა ინტელექტუალური შემოქმედების დაცვა, მისი ავტორის ნებართვის გარეშე გამოყენებისაგან. აღნიშნულ ურთიერთობას არეგულიერბს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც იცავს ავტორის საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს. სამართლებრივი საკითხები საავტორო უფლების წარმოშობასთან და მისი მოქმედების ხანგრძლივობასთან, საავტორო უფლების სხვა პირზე გადაცემასთან, მის დეპონირებასთან („საქპატენტში“), თანაავტორობასთან, ნაწარმოების რეპროდუცირებასთან, სხვა ავტორის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების წესთან (განსაკუთრებული ან ჩვეულებრივი ლიცენზია) და მათგან გამომდინარე სხვა ასპექტები სრულად ექცევა ინტელექტუალური სამართლის რეგულირების სფერში, სადაც ჩვენი კომპანიის იურისტები ფლობენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მისგან გამომდინარე გარემოებების სამართლებრივ მართვაში.

საოჯახო-მემკვიდრეობითი სამართალი

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს სწორედ საოჯახო და მემკვიდრებითი სამართალურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები წარმოადგენს. აღნიშნული ნორმებით წესრიგდება პრობლემური სამართალურთიერთობები დაკავშირებული ქორწინების შეწყვეტათან (გამომდინარე საკითხები: არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრება, მეუღლეთა ქონების გაყოფა და სხვა), საქორწინო ხელშეკრულების შედგენასთან, მეუღლეთა და ოჯახის სხვა წევრთა (და-ძმა, შვილიშვილი-პაპა/ბებია, მამინაცვალი, დედინაცვალი, გერი, ფაქტობრივი აღმზრდელი) ურთიერთრჩენასთან, მშობლის უფლების შეჩერებასთან/ჩამორთმევასთან, არასრულწლოვანის მეურვეობასთან და მზრუნველობასთან. მემკვიდრეობითი სამართლით რეგულირდება სამართალურთიერთობები დაკავშირებული სამკვიდრო ქონების კანონით ან ანდერძით განსაზღვრული წესით მემკვიდრეებზე განაწილებასთან და მისგან გამომდინარე იურიდიულ საკითხებთან, კერძოდ, სამკვიდრო ქონების გახსნასთან, სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებასთან, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან, პირის უღირს მემკვიდრედ ცნობასთან, მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე ვალდებულების შესრულებასთან, საანდერძო დანაკისრთან და აღნიშნულიდან გამომდინარე სხვა მრავალ წვრილმან იურიდიულ საკითხებთან.

იურიდიული კომპანია სამართლის გზის იურისტები მზად არიან ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია და უზრუნველყონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების სრული რეალიზაცია.

სახელმწიფო შესყიდვების სამართალი

2005 წლიდან დაწყებულმა სახელმწიფო შესყიდვების რეფორმამ, დღეისათვის ეს სფერო საკმაოდ გაათანამედროვა, რამაც თავის მხრივ განაპირობა მისით სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან. მთლიანად ელექტრონულ საწყისებზე გადასული სახელმწიფო შესყიდვები ძალზედ ხელმისაწვდომს და მოქნილს ხდის სახელმწიფო ორგანოების საჭიროებებისა და კერძო სექტორის სერვისების თანხვედრას.

აღნიშნული მიმართულებით იურიდიული კომპანია სამართლის გზის სერვისი გულისხმობს პრეტენდენტის სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებასა ან/და ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებას შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მითითებისამებრ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შექმნასა და მიწოდებას (სისტემაში ატვირთვას), ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილების უზრუნველყოფას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის საფუძველზე წარმართვის უზრუნველყოფას, შესაბამისი საფუძვლებისა და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მოქმედებათა გასაჩივრებასა და წარმომადგენლობას დავების განხილველ საბჭოში ან სასამართლოში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმებასა და სხვა გამომდინარე მოქმედების განხორციელებას. ჩვენი კომპანიის იურისტებს ხელეწიფებათ დაიცვან დაინტერესებულ პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის ობიექტურად, სამართლიანად და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვისათვის.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხასითდება მომეტებული მნიშვნელობით და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებისა და დაზღვევის მიზნით საჭიროებს მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას. ამ მიმართულებით იურიდიული კომპანია სამართლის გზის სერვისი გულისხმობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების - ყიდვა, გაყიდვა, მათ შორის მშენებარე ობიექტის (სამომავლო ქონების) ყიდვა-გაყიდვა, ქირავნობა, იჯარა, იპოთეკით დატვირთვა და სხვა მომიჯნავე შინაარსის გარიგებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც დოკუმენტურ მხარდაჭერას, ისე მის სარეგისტრაციოდ მიქცევას შესაბამის ორგანოში. გარდა აღნიშნულისა, მითითებული სერვისის ფარგლებში ჩვენი კომპანია ახორციელებს დაინტერესებული პირების მოთხოვნათა იურიდიულ მხარდაჭერას დაკავშირებულს საკუთრების უფლების წარმოშობის მიზნით კანონით დადგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციების მოძიებასა და მის საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) შესყიდვასთან (მათ შორის საჯარო აუქციონის გზით), ლეგალიზებასთან, ფუნქციური ზონის ან დანიშნულების შეცვლასთან, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაკანონებასთან/უფლების მოპოვებასთან და სხვა. ამ მიმართულების სერვისით ასევე მოცულია მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებს სრული იურიდიული მენეჯმენტი და პროცესის მხარდაჭერა როგორც დოკუმენტური გზით, ასევე კვალიფიციური წარმომადგენლობით კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებში (საჯარო რეესტრი, ქ. თბილისის მერია, არქიტექტურის სამსახური, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა).